გიორგი ძოწენიძე (1910, ქუთაისი, — გ. 5 მაისი 1976, თბილისი) – გეოლოგი. სახელმწიფო მოღვაწე. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1968). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1955). გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1947), პროფესორი (1948). 1957-1959 წლებში გიორგი ძოწენიძე იყო თსუ-ის მინერალოგიისა და პეტროგრაფიის კათედრის გამგე, ხოლო 1958-1959 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობას ასრულებდა. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.

