კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

შალვა ალხაზიშვილი (1899-1980) – კრიტიკოსი, ხელოვნებათმცოდნე, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967). მასწავლებლობდა ქ. ახალქალაქსა და თბილისში. 1924 წელს „ფუტურისტ-ლეფელების“ ჯგუფის წევრი გახდა. ამავე წლიდან ალხაზიშვილის კრიტიკულ-თეორიული წერილები ლიტერატურისა და ხელოვნების აქტუალურ საკითხებზე იბეჭდებოდა იმდროინდელ პრესაში (ჟურნალი „ლიტერატურა და სხვა“, „მნათობი“, „მემარცხენეობა“, „საბჭოთა ხელოვნება“). ალხაზიშვილი თანაავტორია კინოფილმების „საბა“ და „საკანი №79“ სცენარებისა. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments