კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ვერიკო ანჯაფარიძე (დ. 6 ოქტომბერი [ძვ. სტ. 23 სექტემბერი], 1900, ქუთაისი ― გ. 30 იანვარი, 1987, თბილისი) – მსახიობი. საქართველოს (1943) და სსრკ (1950) სახალხო არტისტი. სსრკ სახელმწიფო (1943, 1946, 1952), შოთა რუსთაველის სახელობის (1979)  პრემიის ლაურეატი. თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი. კინოში იღებდნენ 1925 წლიდან. შექმნა განუმეორებელი ეკრანული სახეები: ამ როლებით ვერიკო ანჯაფარიძემ მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა ქართული და საბჭოთა კინოს ისტორიაში. იყო აქტიური საზოგადო მოღვაწე. 1980 წელს აირჩიეს თბილისის საპატიო მოქალაქედ. შემოქმედებით ასპარეზზე ერთად მოღვაწეობამ დააახლოვა ვერიკო და მიხეილ ჭიაურელი და ისინი დაოჯახდნენ. მათი ქალიშვილი იყო მსახიობი სოფიკო ჭიაურელი. ვერიკო ანჯაფარიძე გარდაიცვალა 1987 წელს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში. მასთან ერთად დაკრძალულია მიხეილ ჭიაურელი (დ. 25 იანვარი, 1894, თბილისი — გ. 31 ოქტომბერი, 1974) – კინორეჟისორი.   საქართველოს სახალხო არტისტი (1943), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1948), სტალინური პრემიის 6-გზის ლაურეატი (1941 (2-ჯერ), 1943, 1946, 1947, 1950).
     
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments