კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ნიკოლოზ ჭელიძე (1901-1978)
საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი
დაამთავრა პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი 1927 წელს.
1927-1928წწ. მუშაობდა თელავის მაზრის პოლიტგანყოფილების გამგედ, ხოლო 1929-1932წწ. 26-ე საშუალო სკოლის გამგედ; 1931-1932წწ. ლენტეხის რაიონის განათლების განყოფილების გამგედ; 1932-1938წწ. მე-14 საშუალო სკოლის და მე-3 პედაგოგიური ტექნიკუმის დირექტორად; 1935-1939წწ. მუშაობდა კვების სამინისტროს კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტის დირექტორად (შეთავსებით); 1941-1946წწ. იყო სამამულო ომის მონაწილე პოლიტიკური მუშაკი; 1946-964წწ. მუშაობდა თბილისის ალ. ჯაფარიძის (ახლანდელი მ. ჯავახიშვილის) სახელობის ცენტრალურ საქალაქო სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორად. დაჯილდოებული იყო ორდენებით, მედლებითა და სიგელებით.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments