დიმიტრი ბენაშვილი (დ. 28 ნოემბერი, 1910, სოფ. ზემო მაჩხაანი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი) — გ. 28 ივნისი, 1982, თბილისი) – რიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1959), პროფესორი (1960), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1967). 1933 წელს დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტი. იყო ჟურნალ “ჩვენი თაობის” რედაქტორი (1939-1942), რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის უახლესი ქართული ლიტერატურის განყოფილების გამგე (1947-1962), 1962 წლიდან – ა. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე. ავტორია ლიტერატურულ-კრიტიკული სტატიებისა, მონოგრაფიებისა და გამოკვლევებისა: “კრიტიკული ნარკვევები XX საუკუნის ქართულ ლიტერატურაზე” (1967), “სახისა და ხასიათის პრობლემა «ვეფხისტყაოსანში»” (1954) და სხვ. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

