კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

სიმონ წერეთელი (1844 – 1931) – იურისტი, საზოგადო მოღვაწე. 1880-იან წლებში “ახალთაობამ” იგი ვერ გაიყვანა ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლად (“მარშლად”), მაგრამ მოგვიანებით სიმონ წერეთელი მაინც გახდა ქუთაისის გუბერნიის მარშალი. 1896 წელს სიმონ წერეთელმა გაზეთ ივერიაში მწვავედ გააკრიტიკა რუსეთის ცენტრალური პრესის აგრესიული დამოკიდებულობა ქართველი ერის ნაციონალური თვითმყოფადობისა და ისტორიის მიმართ, ამას ქართულ და რუსულ პრესაში შესამჩნევი რეზონანსი მოყვა. საქართველოს ბოლშევიზაციის შემდეგ სიმონ წერეთელი ოჯახთან ერთად წავიდა ემიგრაციაში საფრანგეთში, დაკრძალულია ლევილის სასაფლაოზე. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ქალბატონმა ნინო ბერიძემ, რისთვისაც ვუხდით მადლობას.
Subscribe
Notify of
guest

1 Comment
Oldest
Newest Most Voted
მზია ჯაფარიძე
მზია ჯაფარიძე
1 month ago

ძალიან სასიხარულოა, რომ გაიხსენეთ ქართველი მოღვაწე სვიმონ წერეთელი. ის რუსულ პოლიტიკას კულტურის სფეროშიც აპროტესტებდა, კერძოდ კი, რუსეების მცდელობა აღეგავათ ქართული საოპერო სცენიდან ყველაფერი ქართული, კერძოდ კი, მან გააპროტესტა და დაწვრილებით აღწერა თუ როგორ ჩააგდეს რუსულმა ძალებმა პირველი ქართული ოპერის, რ გოგნიაშვილის „ქრისტინეს“ პრემიერა თბილისის ოპერის სცენაზე. მან შემოგვინახა ისტორია. გმადლობ.