ნინო დავითაშვილი (დ. 17 ნოემბერი, 1882, გორი — გ. 22 ოქტომბერი, 1958, თბილისი) – მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი. ნინო დავითაშვილმა პირველი ნაბიჯები გადაგა ავჭალის აუდიტორიაში, შემდეგ მოღვაწეობდა ქუთაისის თეატრში, თბილისის ქართულ დრამატულ დასში, ხოლო 1921 წლიდან სამი ათეული წლის მეტი ხნის მანძილზე იყო შოთა რუსთაველის თეატრის წამყვანი მსახიობი; ქართულ პროფესიულ თეატრში გამოცხადებულ კონკურსში, ნინომაც მიიღო მონაწილეობა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან ერთად დაკრძალულია მხატვარი – ქეთევან ახვლედიანი (1917-1979)

