კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

პანტელეიმონ ჩხიკვაძე (დ. 17 იანვარი, 1903, ბუკისციხე, ახლანდელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი — გ. 15 აპრილი, 1940, თბილისი)
მწერალი.
1922 წლიდან ცხოვრობდა თბილისში. ქართულ საბჭოთა ლიტერატურაში ერთ-ერთმა პირველმა განასახიერა ინდუსტრიალიზმის თემა (რომანები „სართულები“ და „ამხანაგი ბუთხუზი“ ორივე 1931); გურია-სამეგრელოში 1905-1907 რევოლუციურ ვითარებას მიუძღვნა რომანი „ნაბიჯები“ (1933), საკოლმეურნეო მშენებლობას რომანი „ახალი ხმელეთი“. საბჭოთა თემატიკას ეხება პანტელეიმონ ჩხიკვაძის მოთხრობები („რომანტიული ამბავი“, 1932; „შეძლებული ცხოვრებისაკენ“, 1934; „მეცხრე ცაზე“, 1936 და სხვა) და ნარკვევები მწერლის თხზულებებს პოპულარობა მოუტანა აქტუალურმა პრობლემატიკამ.
დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.
 
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments