თინათინ ყაუხჩიშვილი (დ. 10 მაისი, 1919, თბილისი — გ. 2011) – მეცნიერი და ფილოლოგი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. 1941 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილება. 1945-1999 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ხოლო 1999 წლიდან 2006 წლამდე საქართველოს ეროვნული აკადემიის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი. კითხულობდა ლექციებს ლენინგრადის, იენისა და ლაიფციგის უნივერსიტეტებში. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში. მასან ერთად დაკრძალულია ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი, ფილოლოგი – ოთარ ჯინორია (1914-1975)

