მაგალი თოდუა (1924-2016)
აღმოსავლეთმცოდნე, ირანისტი, ფილოლგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1949 წელს.
1950-1961წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი ლაბორანტი და უფროსი მასწავლებელი; 1961-1966წწ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1991-1995წწ. ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი; 2002-2008წწ. იყო “გელათის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალის” დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. 1968 წლიდან არის სპარსული ფილოლოგიის განყოფილების გამგე; 2008 წლიდან ჟურნალ “ქართველოლოგიის” დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. 2008 წელს ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა დააჯილდოვა “მსოფლიოს საუკეთესო ირანისტის” პრემიით. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიისა და თარგმანის ავტორი.
დაკრძალულია თბილისში, თაბორის მონსტრის ეზოში. საფლავის ფოტო მოგვაწორა იოანე-მამუკა ცუხიშვილმა.

