კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

მიხეილ შავიშვილი (დ. 2 სექტემბერი, 1894, ოზურგეთი — გ. 5 ოქტომბერი, 1966, თბილისი) – არქიტექტორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, სსრ კავშირის მშენებლობისა და არქიტექტურის აკადემიის წევრ-კორესპოდენტი. საშუალო განათლება მშობლიურ ქალაქში მიიღო და შევიდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, მაგრამ პირველი მსოფლიო ომის გამო ვერ დაამთავრა — 1916 წელს არმიაში გაიწვიეს. 1922 წელს სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტის არქიტექტორის სპეციალობით. აღსანიშნავია, რომ მიხეილ შავიშვილი იყო ერთ-ერთი პირველთაგანი, ვინც არქიტექტურული განათლება საქრთველოში მიიღო. 1931 წელს მიიწვიეს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სადაც კითხულობდა სპეცკურსებს, ხოლო 1951-1955 წლებში განაგებდა არქიტექტურის კათედრას. 1932 წლიდან მუშაობას იწყებს საპროექტო დაწესებულებებში, სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე განაგებდა არქიტექტურულ სახელოსნოებს. იგი 80-მდე პროექტის ავტორია. აღსანიშნავია მიხეილ შავიშვილის ღვაწლი ეთნოგრაფიულ და არქეულოგიური ექსპედიციების საქმიანობაში — მან აზომა არაერთი ხუროთმოძღვრული ძეგლი. იგი იყო საქართველოს არქტიტექტორთა კავშირის ჩამოყალიბების ერთ-ერთი ორგანიზატორი, 1945-1947 წლებში მისი თავმჯდომარე, გამგეობის წევრი. დაჯილდოვებული იყო შრომის წითელი დროშის ორდენით და მედლებით. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments