კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ვიქტორ გოცირიძე (1910-1995) – საქართველოს დამსახურებული ინჟინერი, თბილისის საპატიო მოქალაქე. დაამთავრა მოსკოვის საგზაო–საავტომობილო ინსტიტუტი 1934 წელს. 1934-1937წწ. მუშაობდა მოსკოვის მეტროპოლიტენის მშენებლობაზე შახტის ცვლის ინჟინრად, ხოლო შემდეგ ცვლის უფროსად; 1941-1946წწ. ამიერკავკასიის ფრონტის შტაბის სამხედრო მიმოსვლების უფროსის თანაშემწედ; 1946-1952წწ. ამიერკავკასიის რკინიგზის სამგზავრო სამსახურის უფროსის მოადგილედ, შემდეგ ამავე სამსახურის უფროსად; 1952 წლიდან იყო “თბილმეტრომშენის” სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1957-1987წწ. სამმართველოს უცვლელი უფროსი; 1987 წლიდან ამავე სამმართველოს მთავარი სპეციალისტი(პენსიაში გასვლის შემდეგ); მის სახელთან არის დაკავშირებული თბილისის მეტროპოლიტენის 27 კმ-იანი ხაზის, მისი 21 სადგურისა და სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა, როგორც საქართველოში, ასევე სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიის სხვა რესპუბლიკებში, სოფლის მეურნეობის დანიშნულების რიგი მსხვილი ობიექტები, რკინიგზის ვაგზლები(სოხუმი, გაგრა, სოჭი, ტუაფსე, ბორჯომი), ახმეტა–ომალოს საავტომობილო გზა; მისი სახელობის იყო მეტროპოლიტენის სადგური “დელისი”(1995-2006), შემდეგ მისი სახელი ეწოდა მეტროს სადგურ “ელექტროდეპოს”(2011). დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments