კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ნოდარ ცინცაძე (1930-2020) – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (2001). საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე. ჰიროსიმის უნივერსიტეტის საპატიო წევრი. 1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 1960-2006 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პლაზმური ფიზიკის განყოფილების უფროსი; 1960-1969 — წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის თეორიული ფიზიკის კათედრის დოცენტი; 1965-1993 წლებში — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკის კათედრის გამგე; 2004 წლიდან — პაკისტანის ლაჰორის უნივერსიტეტის პროფესორი; 2006 წლიდან იყო ფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი. დაკრძალულია თბილისში, მახათას მთის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments