იგორ კრეპსი (1944-2024) – კინოოპერატორი. დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი. დაამთავრა ლენინგრადის საავიაციო ხელსაწყოთმშენებლობის ინსტიტუტი. 1970 -1987წწ. მუშაობდა საქართველოს ტელეფილმების სტუდიაში ოპერატორად. 1987 წლიდან “ქართული ფილმის” დამდგმელი ოპერატორია. გადაიღო მხატვრული და დოკუმენტური ფილმები: “ბავშვობა” (1970), შნო” (1978), “არასერიოზული კაცი” (1980), “ფრანგმენტები ქალაქის ცხოვრებიდან” (1984); “კოლხური ბალადა” (1974), “დილის ნისლივით” (1976), “დღესასწაული დღესასწაულის მოლოდინში” (1989), “ხიზნები” (1995); “შემსრულებელი” (1994), “სიაუშ ქართველი” (დოკ. , 1997), “თავშესაფარი” (დოკ. 1997), “ცარიელი სივრცე” (2001), “გზა მაცხოვრისა” (დოკ., 2002), “დედაო ღვთისავ”(დოკ., 2003); “თემო” (1986); “მეტიჩარა” (1986); “ლომა, დავიწყებული მეგობარი” (1982). დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში, წმ. გიორგის ეკლესიასთან. მასთან ერთად დაკრძალულია კოტე კიკნაძე (1910-1991) – მხატვარი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.

