კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ნატო ვაჩნაძე (ქალიშვილობის გვარია ანდრონიკაშვილი) (დ. 14 ივნისი, 1904, ვარშავა — გ. 14 ივნისი 1953, დაიღუპა საჰაერო კატასტროფის დროს) – კინომსახიობი, საბჭოთა ეკრანის მეგავარსკვლავი 1920-30-იან წლებში. მისი კარიერის მწვერვალზე საბჭოთა კინომ მას ჰოლივუდის სტილის ბრწყინვალება და დიდება მოუტანა. მისი ლეგენდა, შექმნილი საბჭოთა კინორეჟისორების მიერ, კინოთეატრებში ანშლაგებს ჰქმნიდა. თავისი გარეგნობისა და არტისტულობის წყალობით იგი დამსახურებულად იქცა ქართული კინოს ლეგენდად. მისმა პოპულარობამ ქართული კინოსტუდია „სახკინმრეწვი“ საბჭოთა კავშირში უდიდესი გახადა. მოსკოვიდან ნატო 1953 წლის 14 ივნისს, თავის დაბადების დღეს გამოფრინდა. ავიაკატასტროფა თვითმფრინავმა ნიკოლოზ შენგელაიას მშობლიურ სოფელ უბიჯთან ახლოს განიცადა. მიზეზად უამინდობას დასახელდა. ნატოს დამწვარი სხეული მისმა დამ კირა ანდრონიკაშვილმა საგვარეულო პატარა ბრილიანტის ბეჭდით ამოიცნო. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან ერთად დაკრძალულია ნიკოლოზ შენგელაია (დ. 8 აგვისტო, 1901, სოფ. ობუჯი, წალენჯიხის რაიონი — გ. 4 იანვარი, 1943, სოფ. ვაზიანი, საგარეჯოს რაიონი) ქართველი სცენარისტი და კინორეჟისორი, ფუტურისტი პოეტი, რუსეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1935), სტალინური პრემიის ლაურეატი.
   
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments