ნესტორ ერისთავი (1875-1961)
მსახიობი.
1875 წლის 15 ნოემბერს ოზურგეთში, ქუთაისის მაზრაში დაბადებულა ნესტორ ერისთავი. მსოფლიო “ერისტოფად” რომ იცნობს. ეს სიმპათიური გარეგნობის ახალგაზრდა არც მეტი, არც ნაკლები, ჰოლივუდურ 11 ფილმშია გადაღებული.
ამათგან გამოსარჩევია სამი ფილმი, – 1955 წელს გადაღებული ალფრედ ჰიჩკოკის რომანტიკული თრილერი “ქურდის დაჭერა”; 1944 წელს ოტო პრემინგერის გენიალური “ლაურა” და 1946-ში ეკრანებზე გამოსული ედმუნდ გულდინგის “დანის პირზე”.
მის შემოქმედებით “პორტფელიოში” აგრეთვე გახლავთ ისეთი ფილმები, როგორიცაა “ეგვიპტელი”, მაიკლ კურტისის ეპიკური დრამა, სადაც პეტერ უსტინოვი და ბელა დარვი თამაშობენ; პრესტონ სტურგესის “მშვენიერი ქერა” და ეკატერინე დიდზე გადაღებული “სამეფო სკანდალი”.
ნესტორ ერისთავი 1961 წლის 24 ოქტომბერს გარდაიცვალა ჰოლივუდში და მეუღლესთან, პრინცესა ანა ერისთავთან ერთადაა დაკრძალული. მის გვერდით – ჯო დასენის, მიკი რუნის, ჩარლ ჩაპლინ უმცროსის, დუგლას ფეირბენქსის, ჯონი რამონეს გარდა, მსოფლიო კინოს მთელი ვარსკვლავეთი განისვენებს.
საფლავის სურათი და ტექსტი აღებულია გვერდიდან: http://www.kutaisipost.ge/…/13405-ucnobi-qarthveli-11…

