კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ალექსანდრე ნათიშვილი (1878-1959) მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. 1918 წლიდან იყო თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ნორმალური ანატომიის კათედრის გამგე; 1919-1920წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის დეკანი; 1921-1930წწ. განაგებდა უნივერსიტეტის ჰისტოლოგიის კათედრას; 1923-1925წწ. ამავე უნივერსიტეტის პრორექტორია; 1930-1932წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პრორექტორი; 1944-1947წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე და სასწავლო ნაწილის გამგე; 1946-1950წწ. საქართველოს  მეცნიერებათა აკადემიის ბიოლოგიურ და მედიცინის მეცნიერებათა განყოფილების თავმჯდომარე. მანვე შექმნა პლასტიკური ანატომიის კათედრა სამხატვრო აკადემიაში (1924), შინაურ ცხოველთა ანატომიის კათედრა ზოოვეტერინალურ ინსტიტუტში (1932), ანატომიის კათერდა ფიზკულტურის ინსტიტუტში. 1946 წელს ორგანიზება გაუკეთა და სათავეში ჩაუდგა ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტს, რომელიც 1959 წლიდან ატარებს მის სახელს. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე. მასთან დაკრძალულია პროფესორი – ალექსანდრე ზედგინიძე (1919-1984) და მარინე ნათიშვილი (1920-1976) – ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments