ზურაბ გორგილაძე (დ. 5 მაისი 1937 — გ. 8 აპრილი, 2006)
ქართველი პოეტი. საქართველოს მწერალთა კავშირისა და მემედ აბაშიძის პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი.
დაწყებითი განათლება მიიღო სოფელ გორგაძეებში 1944-1948 წლებში. 1956 წელს დაამთავრა სოფელ ხალას საშუალო სკოლა და იმავე წელს გახდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი. აღნიშნული უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა 1961 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა პიონერთა და მოსწავლეთა პარკში ქართული ენისა და ლიტერატურის წრის მასწავლებლად.
1963 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საქართევლოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციასთან არსებულ ჟურნალ „ჭოროხის“ სარედაქციო საბჭოში მხატვრულ რედაქტორად. ასევე 1992-1994 წლებში მუშაობდა ქობულეთის რაიონის სოფელ გორგაძეების საშუალო სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 1961 წელს გამოვიდა მისი პირველი წიგნი „ნედლი სალამური“.
პოეტის სიცოცხლეში გამოიცა 16 წიგნი, ხოლო გარდაცვალების შემდეგ კი სამი წიგნი.
დაკრძალულია ბათუმის საკათედრო ტაძრის ეზოში.

