კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

მარინა (მარი) ჯანაშია (დ. 28 დეკემბერი, 1949, თბილისი — გ. 27 მაისი, 2021)
კინოსა და თეატრის მსახიობი. საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1981).
1971 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. რუსთაველის თეატრის მსახიობია 1968–1981 წლებში, 1981–1987 წლებში კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის, ხოლო 1988 წლიდან კვლავ რუსთაველის თეატრის მსახიობია. აღსანიშნავი როლებია: პაჟი („ანტიგონე“), მარტირიო („ბერნარდა ალბას სახლი“), ჯულიეტა („რომეო და ჯულიეტა“), „გუშინდელნი“, ქეთო („ქალის ტვირთი“), მარინე („აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე“), დორისი („წელიწადში მხოლოდ ერთხელ“), ბაბული („ნახვის დღე“).
გარდაიცვალა 2021 წლის 27 მაისს. დაკრძალულია მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. 2023 წლის 20 აგვისტოს გარდაიცვალა მისი მეუღლე, სახალხო მხატვარი თემო გოცაძე.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments