ალექსანდრე ჯავახიშვილი (დ. ძველი სტილით [5 აგვისტო], ახალი სტილით [17 აგვისტო], 1875, გორი, ― გ. 22 იანვარი, 1973, თბილისი) –
გეოგრაფი, ანთროპოლოგი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1937), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), სსრკ გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტის მოადგილე (1924-1940), პროფესორი (1920), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1941), საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტი (1940-1970) და საპატიო პრეზიდენტი (1970 წლიდან).
დაიბადა 1875 წლის 17 აგვისტოს ქალაქ გორში, პირველდაწყებითი სწავლა-განათლება თბილისის სათავადაზნაურო ვაჟთა სასწავლებელში მიიღო, რომლის დამთავრების შემდეგ, 1887 წელს, იგი თბილისის ვაჟთა მეორე კლასიკურ გიმნაზიაში მიაბარეს; გიმნაზია 1895 წელს წარჩინებით დაამთავრა (ვერცხლის მედლით) და მოსკოვის უნივერსიტეტში სახელმწიფო ხარჯზე სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა. 1895 წელს ალექსანდრე ჯავახიშვილი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე შედის, რომელსაც 1900 წელს პირველი ხარისხის დიპლომით ამთავრებს და ტოვებენ სამეცნიერო მოღვაწეობისათვის მოსამზადებლად.
დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.

