კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ნოდარ ჯანბერიძე (1927-1997) – არქიტექტორი, ხელოვნების ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1972 წ), პროფესორი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი (1996). 1991 წლის 9 აპრილს ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. 1949 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის არქიტექტურის განყოფილება. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში (1949-85 წწ). პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში (1961-1985 წწ). საბჭოთა კავშირის მხატვართა კავშირის გამგეობის მდივანი (1977-81 წწ) და საქართველოს მხატვართა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე (1974-81 წწ). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments