კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

მიხეილ გედევანიშვილი (1862-1922)
ექიმი.
დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1889 წელს.
1890-1893წწ. იყო ზანგეზურის (აზერბაიჯანი) მაზრის ექიმი. აქ გახსნა აფთიაქი. შეისწავლა და თავის ნაშრომებში აღწერა ეს მხარე. 1893-1895წწ. თიანეთის მაზრის ექიმად ყოფნისას, გარდა საექიმო მოღვაწეობისა ეწეოდა კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობას. შემდეგ წლებში პარიზში იყო და მუშაობდა ნევროპათოლოგიაში ჟ. დეჟერინთან, ფსიქიატრიაში ა. ჟოფრუასთან, ფიზიოთერაპიასა და რენტგენოლოგიაში ჰუესთან. 1896 წელს თბილისში, საკუთარ ბინაში, მოაწყო საქართველოში პირველი რენტგენო და ელექტროთერაპიული კაბინეტი და სტაციონარი. 1898 წლიდან განაგებდა თბილისში სულით ავადმყოფთა თავშესაფარს. საქართველოში პირველმა აღწერა (1897) აკრომელაგია, პროგრესიული კუნთოვანი დისტროფია და სხვა. ნერვული დაავადებები. აქვეყნებდა სამეცნიერო შრომებს კავკასიის ექიმთა საზოგადოების სამედიცინო კრებულში.
დაკრძალულია თბილისში, ვერის სასაფლაოზე.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments