კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ვარლამ დონდუა (დ. 21 სექტემბერი, 1895, ქუთაისი — გ. 21 თებერვალი, 1969, თბილისი) —
ისტორიკოსი, პროფესორი, საქართველს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.
1915 წელს დაამთავრა ქუთაისის ქართული გიმნაზია და შეუდგა პედაგოგიურ მოღვაწეობას, ჯერ მშობლიურ ქალაქში, შემდეგ თბილისში. 1919 წელს გამოსცა სახელმძღვანელო საშუალო საუკუნეების ისტორია, სადაც აისახა ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის ძირითადი საკითხები.
1924 წელს ჩაირიცხა და 1927 წელს დაამთავრა ლენინგრადის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი, სადაც დაუახლოვდა ნიკო მარს. შემდეგ ენისა და აზროვნების ინსტიტუტის ასპირანტი, ლექციებს კითხულობს იქვე კავკასიის ქვეყნების ისტორიაში, ქართულ ენასა და ქართულ პალეოგრაფიაში.
ლენინგრადში ვ. დონდუა 1942 წლამდე მოღვაწეობდა, ვიდრე საბოლოოდ არ დამკვიდრდა თბილისში. ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში სამი ათეული წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა წყაროთმცოდნეობისა და ისტორიული გეოგრაფიის განყოფილებას, პარალელურად ლექციებს კითხულობდა თბილისის უნივერსიტეტსა და სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
 
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments