კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

სარგის ცაიშვილი (დ. 20 დეკემბერი, 1929, თბილისი — გ. 18 მაისი, 1992, თბილისი) – ლიტერატურათმცოდნე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, პროფესორი. 1952 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი და სწავლა გააგრძელა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურაში, რომლის დირექტორიც მოგვიანებით გახდა. 1964 წლიდან იყო ვეფხისტყაოსნის აკადემიური ტექსტის დამდგენი კომისიის ჯერ თავჯდომარის მოადგილე, შემდეგ მეცნიერ-დირექტორი. სარგის ცაიშვილის კალამს ეკუთვნის გამოკვლევები და ესეები.  სარგის ცაიშვილს დიდი დამსახურება მიუძღვის ქართული ენციკლოპედიის შექმნაში. დააარსა ჟურნალი, „ლიტერატურა და ხელოვნება“, იყო მისი მთავარი რედაქტორი. კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის უცხო ენების ინსტიტუტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც 1986 წლიდან გარდაცვალებამდე ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრას ხელმძღვანელოდა. ის ასევე იყო სპორტსმენ-ალპინისტი, სპორტის ოსტატი და საქართველოს ალპინისტთა ფედერაციის პრეზიდენტი. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან ერთად დაკრძალულია პუბლიცისტი სოლომონ ცაიშვილი (1900-1957).
   
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments