კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

კოტე ბაქრაძე (დ. 24 ნოემბერი, 1898, თბილისი — გ. 28 აპრილი, 1970, იქვე)
ფილოსოფოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1969), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1943).
1922 წელს დაამთავრა თსუ, 1923-1925 წლებში იმყოფებოდა სამეცნიერო მივლინებით გერმანიაში. მუშაობდა ჰუსერლთან, რიკერტთან, ჰაიდეგერთან. 1930 წლიდან თსუ-ს პროფესორია. წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა ფილოსოფიის ისტორიისა და ლოგიკის კათედრებს. კვლევის ძირითადი სფერო — ფილოსოფიის ისტორია, ლოგიკა, შემეცნების თეორია. დიდი ღვაწლი მიუძღვის გერმანული დიალექტიკის ისტორიის საკითხების დამუშავებაში.
ყოფილ სსრკ-ში ერთ-ერთმა პირველმა დასვა და თავისებურად გადაწყვიტა ფორმალურ და დიალექტურ ლოგიკას შორის დამოკიდებულების პრობლემა, დაუპირისპირდა გაბატონებულ შეხედულებას, რომელიც უარყოფდა ფორმალურ ლოგიკას. პირველმა ყოფილ საბჭოთა კავშირში გამოაქვეყნა ლოგიკის სახელმძღვანელო (1946; რუსეულ ენაზე – 1955), ჟურნ. „ვოპროსი ფილოსოფიის“ (1950, № 2) ფურცლებზე დაბეჭდილი მისი სტატიით — „ლოგიკისა და დიალექტიკის“ დამოკიდებულების საკითხისათვის დაიწყო საკავშირო დისკუსი ლოგიკის ძირეულ პრობლემებზე.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments