ზაურ ბოლქვაძე (დ. 2 აპრილი, 1933, სოფ. გუთური, ამჟამად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი – გ. 23 დეკემბერი 1997),
პოეტი.
1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის განყოფილება. პირველი ლექსი 1951 წელს გამოაქვეყნა, ლექსთა პირველი კრებული „ღელვის დასაწყისი“ — 1961 წელს. ცალკეული ლექსები თარგმნილია უკრაინულ, სომხურ, გერმანულ, პოლონურ და ბერძნულ ენებზე.
დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

