შოთა კუპრაშვილი (14.XI.1919, თბილისი, – 12.XII.1995)
მხატვარ-გრაფიკოსი. საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1967).
1940–46 სწავლობდა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემიაში. 1947-იდან იქვე ეწეოდა პედ. მოღვაწეობას ხატვის კათედრაზე (1976-იდან – პროფესორი). აღზარდა ქართველ მხატვარ-გრაფიკოსთა მრავალი თაობა. 1946-იდან მონაწილეობდა რესპ., საკავშ. და საერთაშ. სამხატვრო გამოფენებში. კ-ის შემოქმედება მოიცავს გრაფიკის ყველა სახეობას – დაზგურს, წიგნის, გამოყენებით გრაფიკას, პლაკატს. იყო ქართ. შრიფტის გარნიტურების ავტორი. განსაკუთრებულია 1965 შესრულებული მხატვრული შრიფტი „თბილისის მეტროპოლიტენი“. 1975 შექმნა სატიტულო შრიფტები გამომცემლობებისთვის.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.

