კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ვახტანგ (წოპე) ხუციძე (1923-2012) – საქართველოს დამსახურებული ექიმი. საქართველოს პლასტიკური, ესთეტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის საზოგადოების დამაარსებელი და ამ დარგის ფუძემდებელი საქართველოში. ასევე, მედიკო-ბიოლოგიური აკადემიის ნამდვილი წევრი, საქართველოს ჰუმანიტარულ და სახელოვნებო მეცნიერებათა აკადემიის დოქტორი. პირველი ოპერაცია 1956 წელს ჩაატარა და მას შემდეგ მისი მოღვაწეობა 50 000 ოპერაციაზე მეტს ითვლის. ვახტანგი ხუციძე იყო თბილისის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენის კავალერი და სხვა მრავალი ჯილდოს მფლობელი. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments