კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

სპირიდონ ვირსალაძე (დ. 17 მარტი, 1868, სოფელი ნახშირღელე,  თერჯოლის მუნიციპალიტეტი — გ. 30 მარტი, 1930, თბილისი) –  ექიმი, მეცნიერული თერაპიისა და ტროპიკული მედიცინის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში, პროფესორი. 1896 წელს დაამთავრა ტომსკის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი და დაღესტანში გაამწესეს. 1898-1909 წლებში მუშაობდა პეტერბურგში ი. პავლოვის, ა. ნეჩაევისა და ვლ. ბეხტერევის ხელმძღვანელობით. იმავე წელს დაბრუნდა თბილისში სადაც დაინიშნა საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილედ და თერაპიული განყოფილების გამგედ. 1919 წელს სპ. ვირსალაძე აირჩიეს თბილისის უნივერსიტეტის კერძო პათოლოგიის და თერაპიის კათედრის გამგედ და პროფესორად, ხოლო 1921 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე განაგებდა ჰოსპიტალური თერაპიის კათედრას. 1919 წელს სპირიდონ ვირსალაძე  პირველი ქართული სამედიცინო ჟურნალის „ექიმის“, 1924 წლიდან კი „ტროპიკულ სნეულებათა ინსტიტუტის ბიულეტინის“ დირექტორია. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან ერთად დაკრძალულია ანასტასია აბდუშელიშვილი ვირსალაძე (1883-1968) – საქართველოს სახალხო არტისტი, იყო პირველი ქართველი მუსიკოსი ქალი, რომელმაც მიიღო უმაღლესი მუსიკალური განათლება, პიანისტი და პედაგოგი, ქართული პიანისტური საშემსრულებლო და პედაგოგიური სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments