პეტრე ჩხობაძე (1908-1978)
გენერალ-მაიორი, მეორე მსოფლიო ომში მსროლელი პოლკის და დივიზიის მეთაური, თბილისის მსროლელი დივიზიის მეთაური (1944-1956), ქუთაისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე (1957-1963), დაჯილდოებულია 5 ორდენით, 10 მედლით.
დაიბადა 1908 წელს ქუთაისის რაიონის სოფელ ტყაჩირში, გლეხის ოჯახში. 1956 წლის 9 მარტს, პირველი ბრძანება მოსკოვიდან, გამოსვლების დარბევაზე, იმ დროის ერთადერთმა ქართულმა დივიზიამ მიიღო, რომელსაც გენერალი პეტრე ჩხობაძე მეთაურობდა. იგი არ დაემორჩილა ბრძანებას, რის შედეგადაც ცოდა ხანში გააუქმეს ეს დივიზია. ხრუშჩოვს არ დასცალდა მისი დასჯა, მალევე გადააყენეს, ხოლო პეტრე ჩხობაძე ქუთაისის ქალაქკომის მდივანი გახდა.
დაკრძალულია ქუთაისში, საფიჩხიას სასაფლაოზე.
საფლავის ფოტო მოგვაწოდა ეკონომიკის მევცნიერებათა დოქტორმა, ღვთისმეტყველების დოქტორმა, პროფესორმა ნიკო ჩიხლაძემ.

