კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ვარლამ ჩერქეზიშვილი (დ. 15 სექტემბერი, 1846, სოფ. თოხლიაური, საგარეჯოს რაიონი — გ. 18 აგვისტო, 1925, ლონდონი)
რევოლუციონერი, რუსეთისა და საქართველოს რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე ანარქისტი.
1866 წელს პირველად დააპატიმრეს, რუსეთის იმპერიის ხელისუფლების წინააღმდეგ ორგანიზაციაში მონაწილებისათვის. 1871 წელს მეორედ დააპატიმრეს, გაასამართლეს და ციმბირში გადაასახლეს. 1875 წელს გადასახლებიდან ევროპაში გაიქცა. 1876-78 წლებში თაბამშრომლობდა რუსულ ემიგრანტულ ჟურნალში: „ვპერიოდ“ (ლონდონი) და „ობშჩინა“ (ჟენევა). 1877 წელს შევიდა ანარქისტული ინტერნაციონალურ იურის ფედერაციაში (შვეიცარია). არასოდეს ივიწყებდა თავის სამშობლოს და არალეგალურად ჩამოდიოდა საქართველოში. დიდად მფარველობდა უცხოეთში მოხვედრილ ქართველებს. ევროპულ ჟურნალ-გაზეთებში განუწყვეტლად წერდა საქართველოს, მისი პოლიტიკური ყოფის შესახებ. 907 წელს მისსივე დიდი ძალისხმევით წარუდგინა ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალს რამდენიმე ათასი კაცის მიერ ხელმოწერილი „საქართველოს ხალხის კანონიერი უფლება – აღედგინა ეროვნული სახელმწიფოებრიობა“. უკვე 72 წლის მოხუცი 1918 წელს ჩამოვიდა თავისუფალ საქართველოში, 40 წელზე მეტი ხნის განდევნილობიდან. 1921 წლის თებერვალში, როცა ბოლშევიკური რუსეთის საოკუპაციო დამოუკიდებელი საქართველოს უტევდა, ის თოფით ხელში დაადგა კოჯრის გზას, დასაკარგად განწირული თავისუფლების დასაცავად. 1921 წელს საბოლოოდ გაიხიზნა. გრიგოლ რობაქიძე წერდა მასზე: „იყო ერთი ქართველი თავადი, ანარქისტი და თავდადებული მამულიშვილი ვარლამ ჩერქეზიშვილი. ქართული მას არ ემარჯვებოდა. საქართველოს ბავშვობიდანვე იყო მოწყვეტილი. იცოდა რუსული, ფრანგული და ინგლისური. სიკვდილის წლებში, როდესაც ადამიანის მთელი არსი შეირხევა საუკუნიდან მოწყვეტილი ფესვები, უეცრად რუსულიც დაავიწყდა, ფრანგულიც და ინგლისურიც და მომაკვდავმა ქართულად დაიწყო წერა.“
1925 გარდაიცვალა და დაკრძალეს ლონდონში. ურნა, მისი ფერფლით აღმოაჩინა ბატონმა გოჩა ფერაძემ.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments