ელო ნაზარიშვილი (1888-1974) – ცნობილი პედაგოგი და საზოადო მოღვაწე. ცისფერყანწელების უახლოესი მეგობარი, ცისფერყანწელებმა ქუთაისში გამოცემული სტეფანე მალარმეს ლექსების კრებული ელო ნაზარიშვილს მიუძღვნეს. ბრწყინვალედ ფლობდა ევროპულ ენებს. დაკრძალულია ქუთაისში, მწვანეყვავილას პანთეონში.

