არქიმანდრიტი თორნიკე მოსეშვილი (1916-2007)
მოწამეთას მონასტრის წინამძღვარი.
მამა გაგი უფლის სიყვარულისთვის არაერთგზის ეწამა. კომუნისტები აიძულებდნენ, ღმერთს განდგომოდა, გულიდან ჯვარი მოეხსნა. ის კი მაცხოვრის გზას მიუყვებოდა… წამებამ ფიზიკურად გატეხა და მძიმედ დასნეულდა. ექიმები მის სიკვდილს ყოველ წუთს ელოდნენ, მაგრამ მამა გაგის ღვთისგან სხვა მისია ჰქონდა დაკისრებული, რომელიც თავის სიცოცხლეში უნდა აღესრულებინა. დასნეულებული, სულთმობრძავი ღვთისშვილი სასწაულებრივად განიკურნა. ის გამოცხადებაში ნასწავლმა სამკურნალო ბალზამმა განკურნა. შემდეგ თავად დაიწყო მისი დამზადება დაიწყო და მრავალი მძიმედ დასნეულებული, უიმედო ავადმყოფი გამოაჯანმრთელა.
დაკრძალულია მოწამეთას მონასტერში.

