გიორგი მათეშვილი (დ. 17 ნოემბერი, 1900, სოფელი მაღარო — გ. 23 ნოემბერი, 1973, თბილისი) – კარდიოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1957), პროფესორი (1962), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1960). 1926 წელს დაამთავრა თსუ-ის სამკურნალო ფაკულტეტი. 1935 წელს მუშაობდა თსსი-ის ჰოსპიტალური თერაპიის კლინიკაში, 1941-1942 წლებში იყო 44-ე არმიის მთავარი თერაპევტი. 1942 წლიდან კვლავ კლინიკაში დაბრუნდა, სადაც 1958 წლამდე იმუშავა. 1958-1973 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის კარდიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კლინიკურ განყოფილებას. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.

