კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ლელა სიხარულიძე (1961-1997)
მომღერალი.
90-იანი წლების საკონცერტო ესტრადაზე პირველი საკონცერტო შოუ მწვანეთვალება და ქერათმიანმა ლელა სიხარულიძემ დადგა. “ზაფხული იყო, აგვისტო. მე და ბებია-ბაბუა გურიაში ვიყავი. მოვიდა ნათესავი და გვითხრა, ლელას ხელი დაეწვა და უნდა, რომ დედა მის გვერდით იყოსო. ბებო მიხვდა, რომ რაღაც სერიოზული იყო მის თავს. 17 აგვისტო იყო… მანამდე კი, 12 ივნისს სიზმარი დამესიზმრა – ლელას ხელში ჯვარი ეჭირა, კიბეზე ადიოდა, უცებ ჯვარი გაუვარდა და გატყდა. მაშინ ეს სიზმარი ყველას მოვუყევი… სახე არ ჰქონდა დამწვარი. ცეცხლის ალი ჰქონდა ნაყლაპი და ორგანოები დაზიანებული. სხეულის 80 პროცენტის თერმული დაზიანება ჰქონდა. მე ერთი კვირა დედასთან ვერ შევედი, არ მინდოდა დამწვარი მენახა. ემოციურად ცუდად იყო. რომ დამშვიდდა, შემიყვანეს. ეძინა. ისევ შევედი და მორიდებით დავდექი. გადმომხედა. მეშინოდა და ვუცხოობდი… არ უნდა მაკოცოო? ხელში ამიყვანეს და ვაკოცე. ასეთ მდგომარეობაში ინტერვიუებს იძლეოდა. ერთადერთი პრობლემა ჰქონდა – დამწვრობის რამე კვალი ხომ არ დამეტყობაო? როგორც ვიცი, ნანი ბრეგვაძე დაჰპირდა, საზღვარგარეთ კლინიკაში წაგიყვან და პლასტიკურ ოპერაციას გაგაკეთებინებო. ექიმს უთქვამს, სამ დღეზე მეტს ვერ იცოცხლებსო, დედამ 36 დღე გაძლო…” ერთხელ ოჯახის წევრებს უთხრა, როცა მოვკვდები ჩემი ძმის სახლიდან თეთრი სასახლით გამაცილეთო, ეს სურვილი აუსრულეს. ლელა სიხარულიძის ტრაგედიას ორი ვერსია აქვს. ამბობენ, რომ თავის დაწვა თავად სცადა.
დაკრძალულია ვერის სასაფლაოზე.
   
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments