ვასილ სიხარულიძე (1913-1982) – შრომის გმირი. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ მუშაობდა პარტიულ სამუსაოებზე. იყო თბილისის ერთ-ერთი რაიკომის მდივანი. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში იყო ოზურგეთის (მაშინდელი მახარაძე) რაიკომის მდივანი. 1948 წლის 21 თებერვალს მიენიჭა “სოციალისტური შრომის გმირის” წოდება. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.

