კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

გივი ზალდასტანიშვილი (1919-2007)
მეწარმე.
დაიბადა თბილისში, საქართველოს არმიის პოლკოვნიკის სოლომონ ზალდასტანიშვილის ოჯახში. ოჯახი 1924 წლის აჯანყების დამარცხების შემდეგ ემიგრაციაში წავიდა. 1939 წელს ის საფრანგეთის საზღვაო ძალებში ჩაეწერა. II მსოფლიო ომის დაწყების დღიდან მონაწილეობდა ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლებში. 1944 წ. წარმატებით დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, 1945 წ. კი ამავე უნივერსიტეტის იურისპუდენციის ასპირანტურა. დიპლომის მიღებისთანავე ადვოკატობა დაიწყო. 1976 წლიდან ხელმძღვანელობდა საინჟინრო–საკონსულტაციო ფირმას “Zaldastani Assiociates”. გივი ზალდასტანიშვილს დიდი წვლილი მიუძღვის 1997 წელს საქართველოს ეროვნული არქივის სამშობლოში დაბრუნების საქმეში.
დაკრძალულია თბილისში, წმინდა მიქელ ტვერელის ეკლესიის ეზოში. მასთან ერთად განისვენებს – სოლომონ (სოლიკო) ზალდასტანიშვილი (1891-1941) – სამხედრო და საზოგადო მოღვაწე. 1941 წლის ივლისში სოლომონ ზალდასტანიშვილი ჩაეწერა მოხალისეთა რაზმში “თამარ მეორე” და მისი მეთაური გახდა. გარდაიცვალა 1941 წლის 5 დეკემბერს ბუქარესტის საავადმყოფოში ტვინის ანთებით. გერმანელებმა სოლომონი პოლკოვნიკის პატივით დაკრძალეს, იქ სადაც მისმა თანმხლებლმა ქართველებმა ითხოვეს – ქალაქ კრონშტანდში, ბრასოფის სასაფლაოზე.

გარდაიცვალა 1941 წლის 5 დეკემბერს ბუქარესტის საავადმყოფოში ტვინის ანთებით. გერმანელებმა სოლომონი პოლკოვნიკის პატივით დაკრძალეს, იქ სადაც მისმა თანმხლებლმა ქართველებმა ითხოვეს – ქალაქ კრონშტანდში, ბრასოფის სასაფლაოზე. საფლავის ფოტო აღებულია ფეისბუკ გვერდიდან – ქართულ-ფრანგული დიალოგი.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments