ავთანდილ ბარათაშვილი (1955-2022) –
მეცენატი და ქველმოქმედი.
წლების განმავლობაში უცხოეთში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. 2007 წლიდან საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდა სხვადასხვა მიმართულებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ღვაწლი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებასა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებაში. რამდენიმე წელია მისი ინიციატივით, სისტემატიურად პროფესორ-მასწავლებლებისა და სოციალურად დაუცველი, წარჩინებული სტუდენტებისათვის გაიცემა პრემიები და სტიპენდიები.
დაკრძალულია ახალშენის სასაფლაოზე, ბათუმში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ქალბატონმა სალომე ბარათაშვილმა.
