გია ყანჩელი (დ. 10 აგვისტო, 1935, თბილისი — გ. 2 ოქტომბერი, 2019, თბილისი) -კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1981), ღირსების ორდენის კავალერი (1995).ცხოვრობდა ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენში, მაგრამ კავშირი საქართველოსთან და რუსთაველის თეატრთან არ გაუწყვიტავს.გარდაიცვალა 2019 წლის 2 ოქტომბერს. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

