აკაკი ვასაძე (დ. 6 აგვისტო, 1899, ქუთაისი — გ. 23 მარტი, 1978, თბილისი) – მსახიობი, რეჟისორი. 1917 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. 1920 წელს დაამთავრა დრამატული სტუდია თბილისში. 1916 წელს დაიწყო სასცენო მოღვაწეობა ქუთაისის თეატრში; 1920-1958 წლებში მოღვაწეობდა რუსთაველის თეტრში. 1935-1955 წლებში იყო ამავე თეატრის, ხოლო 1958-1968 წლებში იყო ქუთაისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. 1923 წლიდან მოღვაწეობდა კინოში. მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: შაჰ-აბასი („გიორგი სააკაძე“), მამასახლისი („მაგდანას ლურჯა“), ფარსმან სპარსი („დიდოსტატის მარჯვენა“), ყანდური („დათა თუთაშხია“). 1926 წლიდან ეწეოდა რეჟისორულ მოღვაწეობას. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მათან ერთად დაკრძალულია გიორგი ვასაძე (1919-1969) – რეჟისორი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე და აკაკი (კაკული) ვასაძე (1939-1998) – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მწერალი და ანა ვასაძისა.

