კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

თამარ თუმანიშვილი, თამარა თუმანოვა (ინგლ. Tamara Toumanova; დ. 2 მარტი, 1919 — გ. 29 მაისი 1996)
ქართული წარმომავლობის ამერიკელი ბალერინა და მსახიობი.
1944 წელს თამარამ იქორწინა ცნობილ ამერიკელ პროდიუსერსა და სცენარისტ კეისი რობინსონზე, რომელთანაც მალევე განქორწინდა. სწორედ კეისიმ გადაიღო თამარა 1943 წელს მხატვრულ ფილმში „დიდების დღეები“ (ინგლ. Days Of Glory), სადაც თამარას პარტნიორობას უწევდა დებიუტანტი გრეგორი პეკი. ცნობილია, რომ თამარას ჰყავდა ბევრი თაყვანისმცემელი. მისი შთაგონებით იქმნებოდა ამერიკელი მხატვრის ჯოსეფ კორნელის შემოქმედება. ცნობილია აგრეთვე კორნელის სასიყვარულო წერილები, რომლებსაც თამარას გათხოვების შემდეგაც უგზავნიდა. ჯოსეფ კეისის მიერ შექმნილი თუმანოვას პორტრეტები და წერილები დაცულია აშშ-ის ცნობილ მუზეუმებში. გარდა ჯოსეფ კორნელისა თამარას პორტრეტები აქვთ დახატული მხატვრებს ქრისტიან ბერარდს (მენილის კოლექცია, ჰიუსტონი, აშშ), ხუან მიროს, ვლადიმერ ტრეტჩიკოვს და სხვა.
სიცოცხლის ბოლო წლები თამარამ გაატარა საკუთარ სახლში ბევერლი-ჰილსზე. ანდერძის თანახმად მისი ქონების დიდი ნაწილი მოხმარდა ქველმოქმედებას. თამარა თუმანიშვილი გარდაიცვალა 1996 წლის 29 მაისს აშშ-ის ქალაქ სანტა-მონიკაში და დაკრძალულია დედასთან ევგენია თუმანიშვილთან ერთად ლოს-ანჯელესის სასაფლაოზე „Hollywood Forever“.
   
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments