კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ამირან ტაკიძე (1935-2004) –
საქართველოს დამსახურებული არტისტი.
სოფელ ვან-ზომლეთის (ჩოხატაურის რ-ნი) საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1957-1961წწ. სწავლობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე.  სხვადასხვა წლებში მუშაობდა ბათუმის (1961-1980 და 1992 წლიდან), თბილისის ს. ახმეტელის სახელობის დრამატულ (1980-1992) თეატრებში. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია – ბათუმის თეატრში: ტიბორ ტამანოვი (ო. დგებუაძის “განთიადის დედოფალი”), ისკანდერი (მ. ბაიჯიევნის “დუელი”), ჰერცოგი ორსინო (შექსპირის “მეთორმეტე ღამე”), ევდოკიმოვი (ე. რაძინსკის “კიდევ ერთხელ სიყვარულზე”), ჰემონი (სოფოკლეს “ანტიგონე”), კავალერი რიპაფრატა (კ. გოლდონის “სასტუმროს დიასახლისი”), ჯოყოლა (ვაჟა-ფშაველას “სტუმარ-მასპინძელი”), გოროდნიჩი (ნ. გოგოლის “რევიზორი”), ხლუდოვი (მ. ბულგაკოვის “სრბოლა”), გოდუნი (ბ. ლავრენიოვის “რღვევა”) და სხვა.; თბილისის ს. ახმეტელის სახელმწიფო თეატრში: გემის მეთაური, წინამძღოლი (ვს. ვიშნევსკის “ოპტიმისტური ტრაგედია”), მუსა (ვაჟა-ფშაველას “მთანი მაღალნი”), ნიკოლოზ ფალავანდიშვილი (გ. ბათიაშვილის “1932 წელი”), სგანარელი (მოლიერის “ძალად ექიმი”), იულიუს კეისარი, ბრუტოსი (შექსპირის “იულიუს კეისარი”), საგადეევი (აბდულინის “უკანასკნელი პატრიარქი”), ანგი (ო. იოსელიანის “ყრუ ღმერთები”), ინსპექტორი (ფ. მარსოს “ბიჭუნა”), დავით მეფე (ა. კაკაბაძის “დემეტრე მეორე”) და სხვა.
დაკრძალულია ბათუმში, ფერიის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments