ზურაბ სოტკილავა (დ. 12 მარტი, 1937, სოხუმი, საქართველოს სსრ — გ. 18 სექტემბერი, 2017, მოსკოვი, რუსეთი) –
ოპერის მომღერალი, ტენორი, საქართველოსა და საბჭოთა სახალხო არტისტი (1979), პედაგოგი, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სოლისტი (1965–1974), მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორი, მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი (1974–2017), ბოლონიის სამუსიკო აკადემიის საპატიო აკადემიკოსი.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.

