მამუკა ონაშვილი (დ. 1 ივნისი, 1967, თბილისი — გ. 1 აგვისტო, 2022, თბილისი) – მომღერალი, სიმღერების ავტორი და იუმორისტი. საესტრადო მოღვაწეობა დაიწყო 1983 წელს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში არსებულ ბიგ–ბენდ „ნიას“ სოლისტად. 1994 წლიდან დაიწყო მისი სოლო კარიერა ქართულ ესტრადაზე. იგი ასევე იყო სატელევიზიო მუსიკალური გასართობი შოუ-პროგრამების წამყვანი. 2003–2005 წლებში იყო „არტ–იმედის“ ერთ–ერთი წარმატებული მომღერალი. 1998 წლიდან იგი ხშირად ატარებდა გასვლით კონცერტებს საზღვარგარეთაც. გამოშვებული აქვს ორი მუსიკალური ალბომი. გადაღებული აქვს ექვსი მუსიკალური ვიდეო კლიპი. მამუკა ონაშვილი გარდაიცვალა ნატახტართან 2022 წლის 31 ივლისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას მიღებული დაზიანებების შედეგად. დაკრძალულია მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

