დავით მამამთავრიშვილი (დ. 7 მაისი/30 მაისი, 1905, თბილისი ― გ. 9 ივნისი, 1980, იქვე) –
ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1941), პროფესორი (1945), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1955).
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1929 წელს. 1942-1950წწ. მუშაობდა ჯერ ამიერკავკასიის ფრონტის, შემდეგ კი, 1950-მდე, ამიერკავკასიის სამხრედრო ოლქის მთავარ ქირურგად. 1950-1953 წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის რექტორი, 1954 წლიდან კი ამავე ინსტიტუტის ქირურგიის კათედრის გამგე, ერთდროულად, 1954-1959წწ. საქართველოს სსრ ჯანდაცვის მინისტრი.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.

