დავით ლორთქიფანიძე (დ. 18 [ძვ. სტ. 5] მარტი 1905, სალხინო — გ. 11 თებერვალი 1992, თბილისი)
ცნობილი მეცნიერი პედაგოგიკის დარგში, სსრ კავშირის პედაგოგიკის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1927 წელს.
1947–1960წწ. იყო საქართველოს პედაგოგიური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის(ახლანდელი ი. გოგებაშვილის სახ. პედაგოგიურ მეცნიერებათა ეროვნული ინ-ტი) დირექტორი; 1963–1975წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური კათედრის გამგე; იკვლევდა პედაგოგიური თეორიის(დიდაქტიკა) და ისტორიის საკითხებს. მისი ნაშრომები თარგმნილი და გამოცემულია რუსულ, მოლდავურ, ჩეხურ, სლოვაკურ, უნგრულ და სხვა ენებზე. იყო პედაგოგიკის ქართული სახელმძღვანელოს(1956, 1970) თანაავტორი და იაკობ გოგებაშვილის თხზულებათა ათტომეულის(1952-1965) ერთ–ერთი რედაქტორი.
გარდაიცვალა 1992 წლის 11 თებერვალს თბილისში, დაკრძალულია საბურთალოს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

