კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

იაკობ ნიკოლაძე (დ. 16 მაისი/28 მაისი, 1876, ქუთაისი — გ. 10 მარტი, 1951, თბილისი) – მოქანდაკე, ქართული რეალისტური ქანდაკების ფუძემდებელი. საქართველოს სსრ სახალხო მხატვარი (1946), სსრკ-ის სამხატვრო აკადემიის ნამდვილი წევრი (1947), თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი პირველი პროფესორი (1922). სწავლობდა მოსკოვში, სტროგანოვის ცენტრალური სამხატვრო-სამრეწველო სასწავლებელში (1892-1894), ოდესის სამხატვრო სკოლაში (1894-1895 და 1897-1898), პარიზის ხელოვნების უმაღლეს სკოლაში (1899-1901). 1901 ნიკოლაძე მცირე ხნით პარიზიდან საქართველოში ჩამოვიდა; 1902 წელს იგი ამიერკავკასიის ხელოვნების წამახალისებელი საზოგადოების სამხატვრო სკოლაში მიიწვიეს მასწავლებლად. 1902-1903 ნიკოლაძემ ამიერკავკასიის სასოფლო-სამეურნეო გამოფენის ცენტრალური პავილიონისათვის შექმნა დეკორატიული რელიეფი და ქართული კულტურის მოღვაწეთა პორტრეტების სერია. ნიკოლაძე 1904-1910 ისევ პარიზში ცხოვრობდა, 1906-1907 მუშაობდა როდენის სახელოსნოში (ამ პერიოდს ასახავს ნიკოლაძის მოგონებათა წიგნი “ერთი წელი როდენთან”).  ნიკოლაძის დიდი მონუმენტური ნამუშევარი იყო ილიას საფლავის ძეგლი “მწუხარე საქართველო” (შეუკვეთეს 1908 პარიზში, იქვე შექმნა და ჩამოასხა ქალის მთლიანი ფიგურა, დაიდგა 1913 მთაწმინდის პანთეონში). დაჯილდოებულია 2 ორდენითა და მედლებით. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments