გივი გუჯეჯიანი (1933-1995) –
თბილისის კონიაკის ქარხნის დირექტორი, მანავის ღვინის კომბინატის დირექტორი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. საქართველოს დამსახურებული მეღვინე. შრომის ვეტერანი.
1956 წელს მიენიჭა ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაცია. 1958-1963 წლებში სწავლობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურაში ღვინის ტექნოლოგიის განხრით. 1969 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური ფაკულტეტი. 1956 წლიდან 1997 წლამდე, მუშაობდა: ხირსის ღვინის ქარხანაში ინჟინერ-ტექნოლოგად; მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ-მუშაკად; წინანდლის საწარმოო გაერთიანების მთავარ მეღვინედ; მარნეულის რაიონის აგროსამრეწველო – სავაჭრო ფირმა “თამარისი”–ს მთავარ მეღვინედ; დირექტორის მოადგილედ; საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო ნაწილში. გამოქვეყნებული ჰქონდა 26 სამეცნიერო შრომა, რამდენიმე მონოგრაფია. იყო სამი გამოგონების ავტორი. მისი ავტორობით და თანაავტორობით შეიქმნა არაერთი ახალი მარკის ღვინო და კონიაკი. იყო ის საპატიო წოდება.
დაკრძალულია თბილისში, ვერის სასაფლაოზე.