კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ვალერიან კილაძე (1913-1986) – ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. კითხულობდა ლექციების კურსს ქუთაისისა და სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტებში; სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის პედაგოგიურ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ჯერ ასპირანტების კონსულტანტად, ხოლო შემდეგ – დირექტორის მოადგილედ; 1947 წლიდან  ვალერიან კილაძე თბილისის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ისტორიის კათედრაზე მუშაობს გარდაცვალებამდე (1986 წ. 31 აგვისტო). 1968 წლიდან – კათედრის პროფესორია, 1966 – 1975 წლამდე ფილოფოფიის და ფსიქოლოგიის ფაკულტეტების დეკანია. ვალერიან კილაძის პიროვნულ ღირსებებს ხშირად აღნიშნავდნენ მისი მასწავლებლები, მეგობრები  და მოსწავლეები. მისი მეგობრები ( გიორგი  შუშანაშვილი და სხვ.) იხსენებდნენ, რომ ის იყო იმ მცირერიცხოვან ადამიანებს შორის, ვინც ექვთიმე თაყაიშვილის კუბო  სამარემდე მიაცილა ( იხ. XX საუკუნის ქართული ფილოსოფიის ანთოლოგიის II ტ, II ნაკვეთი, თბილისი, 2002, გვ. 275 – 301,  შემდგენელი ედუარდ კოდუა). 1968 წლიდან ფილოსოფიის ისტორიის კათედრის პროფესორია, 1968 წლიდან 1975 წლამდე იყო ფილოსოფიის და ფსიქოლოგიის ფაკულტეტების დეკანი. ვალერიან კილაძის ნაშრომებში ორიგინალურად არის ასახული განმანათლებლების მსოფლმხედველობა და მათი  მოღვაწეობის როლი კაცობრიობის ისტორიაში. საინტერესოა მისი ნარკვევები არაბულენოვანი და რუსული ფილოსოფიური აზრის ისტორიიდან, აგრეთვე ნაშრომები აღორძინების ხანის დასავლეთევროპული (შუა საუკუნების) აზრის ისტორიიდან. ვალერიან კილაძე იყო განათლებული, კეთილმოსურნე,  გულისხმიერი აღმზრდელი და ლექტორი, ერთგული მეგობარი, იყო კეთილგანწყობილი  ადამიანი, მას ფილოსოფია ცხოვრების წესად მიაჩნდა. დაკრძალულია თბილისში, მუხათგვერდის პანთეონში.
   
Subscribe
Notify of
guest

6 Comments
Oldest
Newest Most Voted
სოლომონ კილაძე
სოლომონ კილაძე
2 months ago

1947 წლიდან ვალერიან კილაძე თბილისის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ისტორიის კათედრაზე მუშაობს გარდაცვალებამდე (1986 წ. 31 აგვისტო). 1968 წლიდან – კათედრის პროფესორია, 1966 – 1975 წლამდე ფილოფოფიის და ფსიქოლოგიის ფაკულტეტების დეკანია. ვალერიან კილაძის პიროვნულ ღირსებებს ხშირად აღნიშნავდნენ მისი მასწავლებლები, მეგობრები და მოსწავლეები. მისი მეგობრები ( გიორგი შუშანაშვილი და სხვ.) იხსენებბდნენ, რომ ის იყო იმ მცირერიცხოვან ადამიანებს შორის, ვინც გაბედა და ექვთიმე თაყაიშვილის კუბო სამარემდე მიაცილა ( იხ. XX საუკუნის ქართული ფილოსოფიის ანთოლოგიის II ტ, II ნაკვეთი, თბილისი, 2002, გვ. 275 – 301, შემდგენელი ედუარდ კოდუა).  

დიდი მადლობა ვალერიან სოლომონის ძე კილაძეს და მისი მეუღლეს ეთერ მიხეილის ასული შერაშენიძეს გახსენებისათვის.

 

ვალერიან კილაძეს ერთ ფოტოს თვალთან აქვს შავი წერტილი, მეორე ფოტოს ლოყაზე აქვს ლაქა, ეგების მოაცილოთ

პატივისცემით  სოლომონ კილაძე

 

ვალერიან კილაძის ნაშრომებში ორიგინალურად არის ასახული განმანათლებლების მსოფლმხედველობა და მათი მოღვაწეობის როლი კაცობრიობის ისტორიაში. საინტერესოა მისი ნარკვევები არაბულენოვანი და რუსული ფილოსოფიური აზრის ისტორიიდან, აგრეთვე ნაშრომი აღორძინების ხანის დასავლეთევრუპული (შუა საუკუნების) და ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორიიდან ვალერიან კილაძე იყო განათლებული, კეთილმოსურნე,  გულისხმიერი აღმზრდელი და ლექტორი, ერთგული მეგობარი, იყო კეთილგანწყობილი ადამიანი, მას ფილოსოფია ცხოვრების წესად მიაჩნდა. გარდაიცვალა 1986 წლის 31 აგვისტოს.

სოლომონ კილაძე
სოლომონ კილაძე
2 months ago

დაუვიწყარია ჩემთვის ბიძაჩემთან და ბიცოლაჩემთან საუბრები

ზურაბ კილაძე

სოლომონ კილაძე
სოლომონ კილაძე
2 months ago

გთხოვთ, გაასწოროთ შეცდომები: კილაძეს მაგივრად უნდა იყოს კილაძის, შარაშენიძეს მაგივრად უნდა იყოს შარაშენიძის. ტექსტში კილაძეს ორჯერ გვხდება, შარაშენიძეს – ერთხელ.

წინასწარ გიხდით მადლობას

პატივისცემით

სოლომონ კილაძე

დარეჯან აფციაური
დარეჯან აფციაური
1 month ago

ღმერთმა ნათელში ამყოფოს ბატონი ვალიკო. საოცრად ცოცხალი თვალები ჰქონდა, სიკეთით განათებული, წმინდანივით იყო.

მოკრძალებით, დარეჯან აფციაური

elene
elene
1 month ago

ჩვენი საყვარელი ლექტორი იყო, ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დეკანი. ვუყვარდით სტუდენტები, მამობრივი მზრუნველობით გვანებივრევდა, გვეუბნებოდა სტუდენტობის დროს თუ არ დაათვალიერებით სამშობლოს, მერე შეიძლება დროც აღარ გქონდეთო, ყოველ ზაფხულს უნივერსიტეტიდან გვიშვებდა სამოგზაუროდ. მოვიარეთ სვანეთი, ხევსურეთი, მთა-თუშეთი.
ნეტარხსენება იყოს ბ-ნ ვალიკოსი. გვახსოვს და გვიყვარს.
ბაია ხავთასი, მადონა კეკელია, მანანა კაჭარავა, ნათელა მაღრაძე, რუსუდან ესებუა

სოლომონ კილაძე
სოლომონ კილაძე
30 days ago

პირველ კომენტარში შეცდომებია:

 უნდა იყოს „ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დეკანი“,

„დიდი მადლობა ვალერიან სოლომონის ძე კილაძის და მისი მეუღლის ეთერ მიხეილის ას. შარაშენიძის გახსენებისთვის“