შალვა კახიძე (1912-1977)
შრომის გმირი. საქართველოს მეხუთე მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
1938 წელს დაამთავრა თბილისის მელიორაციის ინსტიტუტი. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. ომიდან ჩამოსვლის შემდეგ, მუშაობდა ამბროლაურის რაიკომში. 1951 წლიდან – ამბროლაურის რაიკომის მდივანია.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.

